planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download4.jpgბაქოში რუსეთ-საქართველოს ომზე რუსული ფილმის “რვა აგვისტო” ჩვენება, სოციალური ქსელის Facebook მომხმარებელთა ჯგუფის მოთხოვნით, უკვე მეორედ ჩაშალეს. როგორც “”ვესტი.აზ”-ის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებაზე უარი მჯერად კინოთეატრმა “აზერბაიჯანმა” თქვა. კინოთეატრის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციისა და ქართული საზოგადოების შეშფოთების გამო მიიღეს. აღნიშნული ფილმის ჩვენება 21 თებერვლისთვის კინოთეატრ „Park Cinema“-შიც იყო დაგეგმილი, თუმცა Facebook-ის მომხმარებელთა ჯგუფმა კონოთეატრის ადმინისტრაციას ფილმის ჩვენებზე უარის თქმის თხოვნით მიმართა. აზერბაიჯანელთა ნაწილის აზრით, ამგვარი ფილმის ჩვენება დაუშვებლია, რადგან ფილმი “რვა აგვისტო” საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, სახლებიდან ათასობით ქართველის გასახლებას და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიას ამართლებს. მიმართვის ავტორებმა ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ თუ კინოთეატრი ფილმის ჩვენებას დაიწყებს, ისინი საზოგადოებას ფილმის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ. კინოთეატრის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანული საზოგადოების მიმართავა გაითვალისწინა და ფილმი გაქირავებიდან მოხსნა. აღნიშნული ფილმის რეჟისორი ჯანიკ ფაიზიევია. მისი გადაღებები მოსკოვში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა. “რვა აგვისტო” მოსკოვში სოციალურად მნიშვნელოვან პროექტად აღიარეს. ფილმის გადაღება რუსეთის კინოს მხარდაჭერის ფონდიდან დაფინანსდა, რომელიც 16 მილიონი დოლარი დაჯდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts