Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sameba31-300x199.jpgდღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღს აღნიშნავს.. ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და საკურთხი იკურთხება.

ხვალ კი, ხორციელის კვირიაკეს, მართლმადიდებელი ეკლესია საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს.  ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ იკრძალება და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

 

დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს პოვებენ.

 

საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს,რომლის დროსა ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით .

ასევე ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, 19 თებერვალს, ისრაელში ვიზიტით მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად ღამისთევის ლოცვას მაცხოვრის საფლავზე აღავლენს.

წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 15 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...