planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/iran-300x225.jpgპაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ირანს მხარდაჭერას შეპირდა, იმ შემთხვევაში, თუ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. ამის შესახებ ზარდარიმ ირანისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან მაჰმუდ აჰმადინეჯადთან და ჰამიდ ყარზაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზარდარის განცხადებით, პაკისტანი არ დაუშვებს, რომ დასავლეთის ზეწოლამ ისლამაბადისა და თეირანის ურთიერთობებზე აისახოს. პაკისტანის ლიდერმა აჰმადინეჯადს საგანგებოდ შეპირდა, რომ ირანის მთავარ მოწინააღმდეგეს – აშშ-ს არანაირ დახმარებას არ აღმოუჩენს. ზარდარის განცხადებას ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანისთვის აქტიური მზადების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გაჟღერდა. აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ს ერთ-ერთი ძირითადი მოკავშირე იყო, თუმცა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts