Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს პატრიარქი ისრაელში მონასტრებსა და მოწამეთა წმინდა ნაწილებს მოინახულებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/patriarqi.jpegსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ისრაელში მონასტრებსა და მოწამეთა წმინდა ნაწილებს მოინახულებს

საპატრიარქოს ინფორმაციით,  დღეს უწმინდესი  დელეგაციის წევრებთან ერთად მოილოცავენ წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერს, წმინდა საბა განწმენდილის ლავრას, სადაც მოინახულებენ _ იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავებს, ეწვევიან მოგვთა მღვიმეს, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანს სცემენ სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.

 

დღესვე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად მოილოცავს ჯვრის მონასტერს. დღესვე გაემგზავრება ქალაქ რამალაში,სადაც  პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

 

ამასთან, 19 თებერვალს ილია მეორე   ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს. იმავე დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს.

 

20 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წირვას ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში აღავლენს. იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს მოილოცავს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.

21 თებერვალს, საქართველოს პატრიარქი შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება იერუსალიმიდან ქალაქ ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.

22 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქალაქ ხოლონში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება.

23 თებერვალს, ილია მეორე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს.

იმავე დღეს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდება.

24 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცებენ; მოილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად, წმინდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალს გაემგზავრა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...