planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images8.jpgამერიკელ პოპვარსკვლავს, უიტნი ჰიუსტონს ნიუ-ჯერსის შტატში დღეს, აშშ-ს დროით, 12:00 საათზე, დაკრძალავენ. უცხოური ტელეკომპანიების ცნობით, გარდაცვლილ მომღერალს მის მშობლიურ ქალაქ, ნიუარკში მდებარე ერთ-ერთი ტაძრიდან გამოასვენებენ. მომღერლის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს წამყვანი მომღერლები იმღერებენ, მათ შორის იქნება სტივ ვანდერი. ასევე, სიტყვით გამოვა ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ კოსტნერი. პოპდივას დაკრძალვამდე გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებელი ორდღიანი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 12 თებერვალს ლოს-ანჯელესში, სასტუმრო “ბევერლი ჰილტონის” ნომერში გარდაიცვალა. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გავრცელებილი ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონის ნომერში ფსიქოტროპული პრეპარატი “ქსანაქსი” იპოვეს, რომელსაც მომღერალი ექიმის დანიშნულებით იღებდა. არსებობს ეჭვი, რომ ჰიუსტონმა მედიკამენტი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მიიღო, გონება დაკარგა და აბაზანაში ჩავარდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts