planetanews Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 /get_img?ImageId=5743 საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტებს სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში კამერებით მუშაობის საშუალება ექნებათ, ოღონდ, შტატივებით ვერ იმოძრავებენ. ამის შესახებ კოალიციას ”მედიის ადვოკატირებისათვის” პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს, 17 თებერვალს, განუცხადა. ”კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტების სამუშაო პირობების გასარკვევად პარლამენტში შეხვდნენ. როგორც კოალიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, შეზღუდვები შეეხებათ მხოლოდ შტატივთან ერთად გადაადგილებისას. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პარლამენტის ნებისმიერ ადგილში შეეძლებათ მხოლოდ კამერით ყოფნა და მუშაობა. შესაბამის ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს. თამარ კორძაიას თქმით, დავით ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ სატელევიზო ეთერის გარდა, პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლირება დაიწყება ინტერნეტის საშუალებითაც და ამ ყველაფერს ტექნიკურად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ცნობა , რომ ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში, სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში ჟურნალისტები კამერებით ვერ იმუშავებდნენ. პარლამენტის ახალი შენობის გახსნა ქუთაისში 2012 წლის მაისში იგეგმება. ამავე თემაზე: ჟურნალისტთა შეზღუდული თავისუფლება ახალ პარლამენტში სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts