planetanews Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 დღეს, პარლამენტის შენობის წინ “საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” აქცია–მიტინგი გამართა. პარტიის წევრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას წინასწარ აპროტესტებენ. როგორც პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, “გაყალბების სცენარი უკვე იწერება”, მან ხალხს მოუწოდა გამოვიდნენ ქუჩაში და დადგნენ მათ გვერდით, რათა არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდეს. “ლეიბორისტული პარტიის” წევრების განცხადებით, ეს აქცია ბოლო არაა, აქციების გამართვა გაგრძელდება, ხოლო დასკვნითი მასშტაბური მიტინგი კვლავ პარლამენტის წინ არჩევნების დღეს გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts