planetanews Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/davit_liluashvili.jpgხელისუფლებამ საპარლამენტო ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დაიწყო ზონდირება, საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით და ამ პროცესს ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ .როგორც „ექსპრენიუსს“არასამთავრობო ოგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში შედის საპარლამენტო არჩევნების მაისის თვეში ჩატარება, ვინაიდან ხელისუფლებისთვის მომგებიანია არჩევნები ჩატარდეს მაშინ, როდესაც ამას ოპოზიცია ყველაზე ნაკლებად ელოდება.მისი თქმით, არ არის დადგენილი ამომრჩეველთა ზუსტი რიცხოვნობა და ოპოზიცია ფორსმაჟორულ რეჟიმში ვერ შეძლებს ზეწოლა მოახდინოს სააკაშვილის რეჟიმზე, რათა ეს უკანასკნელი იძულებული არ გახდეს შეცვალოს კაბალური საარჩევნო გარემო.„ისეთ პირობებში როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი კანონმდებლობა, არ არის თავისუფალი მასმედია, არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, არის დატერორებული ბიზნესი და პოლიტიზირებული პოლიცია, ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობას რაღა აზრი აქვს, შედეგი ხომ სამწუხაროდ ისეთივე იქნება როგორც ყველა წინა არჩევნებზე,“-აცხადებს ლილუაშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts