Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონსტიტუციური ნორმა – შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური?


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/1273825763_123kon.jpgნინა ფირცხალავა

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”  16 თებერვალს ახალი ინიციატივა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას – განაცხადა, რომ ორგანიზაცია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას გეგმავდა. სარჩელის შეტანის მოტივი – კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა, რადგან არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.

 

ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხებოდა. რადგან სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს. საკონსტიტუციო სარჩელით, არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მაის-ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას კი 2013 წლის იანვარში ითხოვდა.

 

დღეს, 17 თებერვალს ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” კიდევ ერთ ახალ ინიციატივას აჟღერებს –  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უარს ამბობს , მას შემდეგ, რაც გაიარა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, რადგან საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი, ამ პროცესის წარმოების დაწყების წინააღმდეგია.

 

დღესვე, 17 თებერვალს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტში ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანეს.არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის ფარგლებშიც ისინი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

 

2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას – ნათქვამია პეტიციაში.

 

16 თებერვალს – იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ  არჩევნების კონსტიტუციური ვადების  ანტიკონსტიტუციურად მიჩნევა შეუძლებლად მიაჩნია. კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილის   განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლის შემთხვევაში, კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2009-2010 წლებში იქნა მიღებული, წყალში ჩაიყრება.

 

სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ , დარწმუნებით აღნიშნა,  რომ ამ არასამთავორობო ორგანიზაცია სარჩელით შედეგს ვერ მიაღწევს. ”ეს სარჩელი უფრო იმიტომ გაკეთდა, რომ მოიხსნას დამატებითი კითხვები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის განხილვის შემდგომ საბოლოოდ განაცხადებს, რომ ოქტომბერში უნდა ჩატარდეს არჩევნები, აპრილსა და მაისში ამ თემაზე საუბარს პარლამენტში ვეღარავინ დაიწყებს. იმ შემთხვევაში კი თუ ვინმე მსგავს სარჩელს სასამართლოში კვლავ შეიტანს, მას უბრალოდ არ განიხილავენ“,- აცხადებს მამუკა კაციტაძე.

 

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით,  ცესკო ყოველთვის მზადაა, არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩაატროს. კანონით დადგენილი ვადის მიხედვით არჩევნებს ოქტომბრისთვის ელოდებიან, მაგრამ, თუ რაიმე ცვლილება მოხდება, კომისია ამისთვისაც მზადაა. ” რიგგარეშე არჩევნები გულისხმობს დაჩქარებული წესით მუშაობას, მაგრამ ჩვენ ყველანაირად მომზადებული შევხვდებით მას” – აღნიშნა ხარატიშვილმა.

 

”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა  ფანჯიკიძის განცხადებით,  არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” სახელი ხელისუფლებას, კერძოდ თბილისის მერის გიგი უგულავას სახელს უკავშირდება.  ”როცა ასეთი ორგანიზაცია რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით გამოდის, ეს ხელისუფლების შიშს ასახავს. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ მისი საქმე კარგად არ არის. ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, შესაბამისი გეგმაც გვაქვს, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. ვფიქრობთ, რაც მალე ჩატარდება არჩევნები და შესაბამისად, რაც მალე შეიცვლება ხელისუფლება, მით უკეთესია”, – განაცხადა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა  ფანჯიკიძემ.

 

ცნობისათვის:

 

15 თებერვალს  ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია შედგა.

 

მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო კი 2013 წლის ოქტომებრში უნდა ჩატარდეს.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...