Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერი გოდერძი მახარაშვილი ვაჟის დააკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/409554_357088120981603_160714773952-300x225.jpgგორის რაიონის სოფელ მერეთში მცხოვრებ გოდერძი მახარაშვილზე, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ აქტიური მხარდამჭერია, სამართალდამცავების მხრიდან მორიგი ზეწოლის ფაქტი განხორციელდა.

 

როგორც მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ სოფელ მერეთის უბნის რწმუნებულმა, ზვიად ხმიადაშვილმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საზოგადოების თავშეყრის ადგილას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,და ოჯახის წევრების დაჭერით დაემუქრა.

 

მისივე თქმით, პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფის  მიზეზი მახარაშვილის “თავისუფალი დემოკრატებში“  აქტივისტობაა. დღეს დილით კი მისი შვილი ელგუჯა მახარაშვილი ორ მეგობართან ერთად, სავარაუდოდ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

 

როგორც მახარაშვილი აცხადებს, დაკავებულები სამხედრო პოლიციელის გოგიტა გლახაშვილის პროვოკაციას აყვნენ და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. სწორრედ ეს გახდა ელგუჯა მახარაშვილის, აკაკი ელიაშვილისა და ჯაბა ელიაშვილის  დაკავების მიზეზი

 

„ ჩემი შვილი, ელგუჯა მახარაშვილი, მის მეგობრეთან ერთად გზაზე იდგა,რა დროსაც  გამოიარა ნასვამმა სამხედრო პოლიციელმა და  ისე ახლოს ჩაუარა, რომ მათთან მდგარ გოგონას თითქმის დაეჯახა. ბიჭებმა გააჩერებინეს მანქანა და შენიშვნა მისცეს მძღოლს, რომელსად მანქანაში დედა ეჯდა. მათ მოერიდათ ქალბატონის და ბოდიში მოუხადეს დედამისის თანდასწრებით შელაპარაკებისთვის, თუმცა გლახაშვილმა დედამისი სახში წაიყვანა და ბიჭებს სთხობვა დალოდებოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ გლახაშვილი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, რომლებიც ასევე სამართალდამცავები არიან,  დაბრუნდა და ჩხუბი გააგრძელა. ბიჭებმა სთხოვეს დაემთავრებინათშელაპარაკება, რადგან ისინი „ თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერისთვის ისედაც ყურადღების ცენტრშიარიან და კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. ამის მიუხედავად პოლიციელებმა ჩხუბი კვლავ გააგრძელეს და პიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.“,– განაცხადა მახარაშვილმა.

 

მახარაშვილი ზვიად ხმიადაშვილის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და გოგიტა გლახაშვილის მხრიდან მის ვაჟზე, გოდერძი მახარაშვილზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებ, რომ აღნიშნული პიროვნებები ხელისუფლების დავალებას ასრულებენ და მამა–შვილს აიძულებენ შეწყვიტონ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერა.

 

 

 

დაზარალებულები მოითხოვენ ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს, ნამდვილად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა თუ არა გოგიტა გლახაშვილი გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს.

 

შეგახსენებთ, რომ დილით 7–ის ნახევარზე, გორის რაიონის სოფელ მერეთში, ადგილობრივმა პოლიციამ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერის, გოდერძი მახარაშვილის ვაჟი ელგუჯა მახარაშვილი მის ორ მეგობართად აკაკი ელიაშვილთან და ჯაბა ელიაშვილთან ერთად დააკავა.

 

ისინი ამ დრომდე საპატრულო პოლიციაში სავარაუდოდ ხულიგნობის ბრალდებით იმყოფებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...