Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: რუსული ფულით საქართველოს უკან ვერ დაიბრუნებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili-chaafurtxet11-300x2351.jpgსაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდეს ის ხალხი, ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვერ მოახერხებენ.

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცაგერში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოს პროგრესის გზას დაადგა და დამთავრდა ის დრო, როდესაც დენი, გაზი და ფული მხოლოდ ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს ჰქონდა.

 

პრეზიდენტის თქმით, ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი აღმშენებლობა, როგორიც ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა არიან ძალები, რომლებსაც ეს აღმშენებლობა აღიზიანებთ.

 

‘ის, რომ ახლა პარლამენტი გადავიდეს თბილისიდან ქუთაისში, ეს მათთვის საერთოდ კატასტროფაა, რადგან საქართველოს რეგიონები განვითარდება, იმიტომ, რომ წყალტუბოს აღმშენებლობა დაიწყება. ადრე ძალიან მარტივი იყო: ყველანი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე, დენი იყო მარტო იმ ქუჩაზე, გზას აგებდნენ მარტო იმ ქუჩაზე, პარლამენტში ირჩევდნენ ხალხს მარტო იმ ქუჩიდან, ფული ჰქონდა ხალხს მარტო იმ ქუჩაზე, ამ ცხოვრების დაბრუნება უნდა ამ მუქთახორა, არაფრის მაქნის, კორუფციით და ხალხის ძარცვით გაქსუებულ ხალხს’, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, საზოგადოება ყოველთვის ირჩევს მომავალს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...