planetanews Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60019.jpgგერმანია პრეზიდენტის გარეშე დარჩა – დაახლოებით ერთი საათის წინ კრისტიან ვულფმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მიზეზი მის გარშემო აგორებული სკანდალი გახდა, რომელიც ვულფის მიერ რამდენიმე თვის წინ აღებულ კრედიტს ეხება. ცნობილია, რომ გერმანიის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა შვებულება მეუღლესთან ერთად ფეშენებელურ ვილაზე, მეგობრების ხარჯზე გაატარა და ბიზნესმენ ეგონ გირკენსისგან სოლიდური სესხი საკმაოდ შეღავათიანი პირობებით აიღო, რაც ჰანოვერის პროკურატურამ საეჭვოდ მიიჩნია და გამოძიების დასაწყებად პარლამენტში ვულფისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა გადაგზავნა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისი გარემოებები იმისთვის, რომ კრისტიან ვულფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თანამდებობრივი მდგომარეობის პირადი მიზნებისთვის გამოყენების მუხლით აღძრან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts