Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - თავისუფალი დემოკრატები: ”დაკავებულია პარტიის წევრის შვილი”


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6390

 

”თავისუფალი დემოკრატების” გორის რაიონული ორგანიზაციის წევრის, გოდერძი მახარაშვილის შვილი და მისი მეგობრები დღეს, 17 თებერვალს, გამთენიისას სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა გოდერძი მახარაშვილის მიერ ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში გაკეთებული განცხადება პოლიციის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაკო ავალიანმა განუცხადა.

 

”თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, გუშინ გორის რაიონის სოფელ მერეთში პოლიციის თანამშრომელმა ზვიად ხმიადაშვილმა ”თავისუფალი დემოკრატების”  წარმომადგენელ გოდერძი მახარაშვილს თანასოფლელების თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი თანამშრომლებთან ერთად პარტიის წევრს დაემუქრა, რომ თუ იგი ოპოზიციურ პარტიას არ დატოვებს, მის შვილებს აუცილებლად დაიჭერენ. პარტიის ინფორმაციით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. თავისუფალი დემოკრატები  მოითხოვენ, დაუყოვნებლივ ჩატარდეს გამოძიება და მომხდარს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.

 

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გოდერძი მახარაშვილმა გუშინ ტელეკომპანია ”თრიალეთის” ეთერით გაავრცელა, რის შემდეგაც მისი შვილის და შვილის მეგობრები დააკავეს. ვაკო ავალიანის ცნობით, დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გოდერძი მახარაშვილსაც. ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...