planetanews Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-61.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა შპს “ბექა”-ს სარჩელი საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ . როგორც “ექსპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსარჩელე შპს “ბექა” ითხოვდა მის საწარმოზე დარიცხული ჯარიმის გაუქმებას და სსიპ შემოსავლების სამსახურის იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიიჩნია, რომ შპს “ბექას” არ დაურღვევია საგადასახადო კანონის მოთხოვნები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts