Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების აქცია გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gexeba1-300x199.jpgარასამთავრობო და მედიაორგანიზაციები გუშინ ხელმოწერილ პეტიციას და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში დღეს შეიტანენ, ამის პარალელურად კი, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების აქცია გაიმართება.

 

პეტიცია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის – კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერაა მომზადებული, ხოლო საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი ექსპერტებმა მოამზადეს.

 

როგორც ცნობილია, არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

 

აღნიშნულ პეტიციაზე გუშინ 180 ხელმოწერა დაფიქსირდა.

 

პეტიციაში ნათქვამია : “არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.”

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...