Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სახალხო დამცველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Tugushi-300x19923.jpgსაქართველოს სახალხო დამცველმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართა, რათა მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება შეისწავლოს დაკანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2011 წლის 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანმა მისი შრომის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია.

 

მოქალაქე ხ. შკუბლიანი 2010 წლის 1 დეკემბერს გააფრთხილეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2011 წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, შტატების შემცირების გამო 2011 წლის იანვრიდან მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული აპარატის მოსამსახურეთა სიის თანახმად, 2010 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით, ხ. შკუბლიანის გათავისუფლებამდე, მანდატურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული 19 მოსამსახურე მუშაობდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

თითოეული სამსახურის, მათ შორის, მანდატურის სამსახურის საშტატო ნუსხა განსაზღვრული იქნა ცალ–ცალკე. შესაბამისად, მანდატურის სამსახურში გათვალისწინებული შტატის დაკავებისათვის განხილული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ამ განყოფილების თანამშრომლების კანდიდატურები და არა სხვა განყოფილების, ამ შემთხვევაში კი საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ან კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილების) საკურიერო სექტორის უფროსის კანდიდატურები. ზემოაღნიშნული პირების პროფესიული და პიროვნული ჩვევების შედარება უნდა მომხდარიყო შესაბამის სამსახურებში არსებულ მოსამსახურეებთან და არა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან.

 

ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ხ.შკუბლიანის გათავისუფლების მომენტში, მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაუსაბუთებელია. ხ.შკუბლიანის გათავისუფლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებაში არ არის მითითებული, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა მანდატურის სამსახურში მყოფ დანარჩენ 17 მოსამსახურეს, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანს და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილების) საკურიერო სექტორის უფროსს. კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოსთვის რა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის, პირადული თვისებებისა და სხვა უნარ–ჩვევების საფუძველზე მოხდა უპირატესობის მინიჭება მათთვის.

 

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლითაც დასტურდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც თავის მხრივ არღვევს მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანის შრომის უფლებას,“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...