planetanews Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60017.jpgდღეს დილიდან ისევ განახლდა 14 წლის ანდრო ლაგვილავას ძებნა, რომელიც უკვე სამი დღეა დაკარგულია. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სამძებრო სამუშაოებში მაშველები, თანასოფლელები და ნათესავებია არიან ჩართული. ანდრო ლაგვილავა სამი დღის წინ საღამოს სახლიდან რძის მოსატანად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ბავშვი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ფერმის ტერიტორიაზე, წყლით სავსე აუზებთან ის ბოთლი იპოვეს, რომელიც მოზარდს თან ქონდა. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ იგი წყალში ჩავარდნილიყო. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი გაეტაცათ და ოკუპირებულ აფხაზეთში გადაეყვანათ, რადგან ფერმა, სადაც ბავშვი წავიდა, საოკუპაციო საზღვრიდან 150 მეტრში მდებარეობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts