planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60011.jpgმიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტთან შესახვედრად ისინი სასტუმრო "რედისონში" ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ სამმა ქვეყანამ თანამშრომლობის სამაგალითო მოდელი შექმნა. შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანი-ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და ამ ქვეყნიდან ბოლო წლებში 800 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში. "ამით უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უამრავ ადამიანს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს პრატიკულად დასრულდება და რომელიც აზერბაიჯანს და საქართველოს თურქეთის გავლით შეართებს ევროპის რკინიგზასთან. თურქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა ევროპაში. ჩვენ იზოლირებულები ვიყავით სახმელეთო კომუნიკაციებით ევროპისგან. ეს რკინიგზა მართლა გარღვევაა ჩვენი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით," - განაცხადა სააკაშვილმა. "ჩვენ სარფი გავაფართოვეთ. თურქეთის მხრიდანაც გაფართოვდება საბაჟო, რომ რიგები არ იყოს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იზრდება არა მარტო სავაჭრო ბრუნვა, არამედ აზერბაჯანელი ტურისტების რაოდენობა. ეს ხელს უწყობს როგორც ტურიზმის, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას. აზერბაიჯანის მეშვეობით, ძირითადად დასრულდება გაზიფიკაცია საქართველოში. ამ ცივ ზამთარში დავინახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თანამშრომლობას. იმ პირობებში, როცა ევროპას გაზით მომარაგებაში შექმნა პრობლემა, საქართველოს საერთოდ არ შეხებია პრობლემა აზერბაიჯანის დახმარებით," - განაცხადა მან. თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაღლანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან თურქი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. "ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს პირადობებით მიმოსვლას ჩვენ ქვეყნებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება," - განაცხადა მინისტრმა. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პროექტებშიც. შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო და თურქეთი ევროპას ენერგორესურსებით უზრუნველყოფს და სატრანზიტო პოტენციალი ჯეროვნად უნდა იქნას გამოყენებული. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts