planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60012.jpgმკაცრი ზამთრის გამო, მოსახლეობა დამატებით ენერგოვაუჩერებს მიიღებს. მიხეილ სააკაშვილმა დაავალა მთავრობას, თანხები გამოყოს ბიუჯეტიდან, რომ, დენის გაუთვალისწინებელი 20-30 პროცენტით გაზრდილი ხარჯის გამო, სოცილურად დაუცველი მოსახლეობა შესაბამისი ვაუჩერებით უზრუნველყონ. ინიციატივა პრეზიდენტმა ბათუმში ბერიძეების ოჯახში გააჟღერა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ოჯახის მოულოდნელი სტუმარი იყო. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 11 წლის გიორგი, აპლასტიური ანემიით არის დაავადებული. ის ოჯახმა საკუთარი სახსრებით იტალიაში წაიყვანა სამკურნალოდ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო, არსებული 42 ქულიდან მათი ქულები 61-მდე გაიზარდა, რის გამოც ოჯახს ყველანაირი სოციალური დახმარება მოეხსნა და ბავშვიც ვერ მოხვდა ჯანდაცვის ვერც ერთ პროგრამაში. პრეზიდენტი დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით ამიღეს ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიიდან და უფრო მოქნილი სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ოჯახს დახმარებას დაჰპირდა, რადგან მოზარდს მკურნალობის სისტემატური კურსის გავლა სჭირდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts