Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სამოქალაქო სექტორი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის შეცვლას ითხოვს


Recommended Posts

დღეს, 16 თებერვალს, არასამთავრობოებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რითაც მათ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ბუნდოვანი მუხლების არსებობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. პეტიციას ხელი 170–მდე პირმა მოაწერა.

 

კამპანიას "ეს შენ გეხება" ჰქვია, რადგან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ის ზღუდავს ყველას უფლებებს.

 

“არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:

 

• ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;

 

• მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;

 

• განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას;

 

• სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;

 

• აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში,” – ნათქვამია პეტიციაში.

 

კითხვაზე, რამდენად მოელის სამოქალაქო სექტორი პარლამენტისგან ამ კანონში ცვლილებების განხორციელებას, არასამთავრობო სექტორს ამის თქმის შესაძლებლობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტროლის პალატის თავჯდომარესთან შეხვედრაზე ამ უკანასკნელის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები უმყარებს.  

 

კოალიცია “არჩევნების თავისუფლებისთვის” წევრი კოტე კანდელაკი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ გარკვეული მოლოდინები კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს აქვს.

 

“ჩვენ კანონპროექტი გვაქვს უკვე დაწერილი და შემუშავებული, ხვალ კი გვინდა, რომ წარვადგინოთ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების სახით. კანონმდებლობით, როდესაც ჩვენ წინადადებას წარვადგენთ, პარლამენტი ვალდებულია, რომ თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადოს. რაც შეეხება კითხვას, რატომ შეიძლება ყურად იღოს პარლამენტმა ჩვენი ეს მოთხოვნა, კონტროლის პალატის თავმჯდომარის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათაც ეს კანონი არ აკმაყოფილებდათ, ანუ ამაზე საუბარი ამ ორგანოშიც არის,” – აღნიშნა კანდელაკმა.

 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ლელა ტალიური კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ესეც შეიძლება გახდეს ამ კანონის ცვლილების შესაძლებლობა.

 

“ყველაფერი ეს იწვევს კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევას, როგორიცაა– გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, გაერთიანებების თავისუფლება, სამეწარმეო საქმიანობის უფლება. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უფრო მეტი ყურადღებით შევძლებთ ამ ცვლილების განხორციელებას,” – აღნიშნა ტალიურმა.

 

ხვალ, 17 თებერვალს, შევა საქართველოს პარლამენტში პეტიცია და მასზე დართული ხელმოწერები, ასევე, საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოამზადა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: “საერთაშორისო–გამჭვირვალობა, საქართველო”, “ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისათვის”.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...