planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/money-300x300.jpg2012 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 140.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.0 მლნ აშშ დოლარით (16.7 მლნ ლარით), ანუ 13.4 პროცენტით მეტია 2011 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა. 2012 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.8 მლნ აშშ დოლარი (11.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.2 მლნ აშშ დოლარის (16.6 მლნ ლარი) გასული წლის იანვარში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts