Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოხუცთა თავშესაფარ “კათარზისის” მობინადრეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს


Recommended Posts

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”  მოხუცთა თავშესაფარ “კათარზისის” მობინადრეებს,  “კათარზისის” შენობაში ხვალ, 13:00-დან 17:00 საათამდე, უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

 

როგორც „ექსპრესნიუსს“  ორგანიზაციიდან აცნობეს, ორგანიზაციის იურისტები მოხუცებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე აღმოუჩენენ.

 

ადვოკატების ვიზიტს თავშესაფარში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც “კათარზისის” მობინადრეებს, უმეტესწილად, არ გააჩნიათ საკმარისი შესაძლებლობები, იურიდიული მომსახურების მისაღებად. შედეგად, მათ ხშირად ექმნებათ სხვადასხვა სახის სამართლებრივი პრობლემები ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობასა და სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით.

 

კონსულტაციები ჩატარდება ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში “‘სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.

 

საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამართლებრივ დახმარებაზე ზრუნვას ადამიანის უფლებათა სახლი და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მომავალშიც გააგრძელებენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...