Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili22-300x1992.jpgპრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხდა, აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს კარგი პარტნიორები არიან.

„თურქეთის არის საქართველოს ყველაზე კარგი პარტნიორი, აზერბაიჯანი კი ყველაზე დიდი ინვსტორი. ბოლო წლებში 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან, რამაც უამრავი სამუშაო ადგილი შექმნა. ჩვენი მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს დასრულდება და აზერბაიჯანს და საქართველოს თურქეთის გავლით შეაერთებს ევროპის რკინიგზასთან, პრაქტიკულად ამით თუქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა  ევროპაში. ამის გარდა საქართველო-თურქეთს შორის ახალი საბაჟო პუნქტები გაიხსნება, რაც ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს,“-განაცხდა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო წლებში  საქართველოში აზერბაიჯანელი  ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ასევე ამ ქვეყნის დახმარებით დასრულდება საქართველოს გაზიფიკაცია, რაც მოგვცემს  საშუალებას  საქართველოს მოსახლეობის 80%-ს გაზი შეუფერხებლად მივაწოდოთ.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე მინისტრები  სასტუმრო “რედისონში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას შეხვდნენ და  ბიზნეს-ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც მინიტრებმა ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, მათ ქვეყნებს საქართველოსთან ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან როგორც ინვესტიციების, ასევე სავაჭრო ბრუნვის კუთხით და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...