planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/73a2turekmin-300x225.jpgპრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.შეხვედრისას თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა, ზაფერ ჩაღლაიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ის დიდი კმაყოფილებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური განვითარების კუთხით.„მინდა თურქი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ სომალოში დატყვევებული თურქი მეზღვაურების გათავისუფლების გამო და მიწისძვრის დროს აღმოჩენილი დახმარებისათვის. ჩვენმა ქვეყნებმა შეძლეს, რომ გახსნილიყო გზა, მინისტრებს კი გვევალება, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა,“- განაცხდა ჩაღლაიანმა.მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ პირადობის მოწმობებით მიმოსვლა ორ ქვეყენას შორის, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.„თქვენი ინიციატივით დაწესებული პირადობის მოწმობებით მიმოსვლა ორ ქვეყენას შორის მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მადლირები ვართ საბაჟო სფეროში თანამშრომლობისათვის და იმედი მაქვს ერთი ფანჯრის პრინციპი სამაგალითო იქნება მთელი მსოფლიოსთვის,“- განაცხდა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა.თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს კიდევ უფრო განვითარებაში დაეხმარება.პრეზიდენტთან შეხვედრამდე მინისტრები სასტუმრო “რედისონში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას შეხვდნენ და ბიზნეს-ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.როგორც მინიტრებმა ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან როგორც ინვესტიციების, ასევე სავაჭრო ბრუნვის კუთხით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts