planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში სტუმრად მყოფ ჩერქეზულ დიასპორას ხვდება. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, 16 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა. სტუმრებს შორის არიან საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები, კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სტუმრების უმრავლესობა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის კომისიის წევრები არიან. კონკურსი მემორიალზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაცხადა. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები უშუალოდ გაეცნობიან კონკურსში გამარჯვებული ყაბარდო–ბალყარელი მოქანდაკის, ჰუსეინ კოჩესოკოვის ძეგლზე მუშაობის პროცესს. შეგახსენებთ, რომ მემორიალი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი (ადიღელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება, საქართველოს შავიზღვისპირეთის ქალაქ ანაკლიაში განთავსდება, იქ, სადაც მე–19 საუკუნეში სამშობლოდან იძულებით აყრილმა, ოსმალოთა იმპერიაში მიმავალმა ჩერქეზული (ადიღური) მოსახლეობის არაერთმა ტალღამ გაიარა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts