planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gwp3-300x297.jpgდაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის ზოგიერთი ქუჩა ხვალ წყალს შეზღუდვით მიიღებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, მუხათგვერდის გზაზე, 900 მმ-იან მე-2 წყალდენზე მომხდარი დაზიანებების ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ, 11.00-დან 24.00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიდ დიღომს, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს; დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან სახლებს, ვაშლიჯვარში – სარაჯიშვილის ქუჩას და გოთუას ქუჩას. დროის აღნიშულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს: ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი თამარაშვილის ქუჩამდე, ნუცუბიძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი. დაზიანებების აღმოფხვრას კომპანიის საავარიო ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება, შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts