planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59996.jpgოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტისთვის შესაბამისი შეფასების მიცემას ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოითხოვს. ქართველი პოლიტიკოსების თქმით, ოკუპანტების მსგავსი ქმედება ბავშვების მიმართ მხოლოდ ფაშისტებისთვის იყო დამახასიათებელი. მე-10 კლასელ მამუკა ფიფიასთან ოჯახის წევრები დაკავშირებას ისევ ვერ ახერხებენ. შამგონაში მცხოვრები მშობლები ყვებიან, რომ მათ შვილს ოკუპანტებმა სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელოს აღმოჩენის შემდეგ სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, მოზარდს ხელი აქვს მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება. ომბუდსმენი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ რეაგირებისთვის მიეწოდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts