planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59999.jpgრუსეთის შეიარაღებული შტაბის უფროსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. რადიო `ეხო მოსკვის` ეთერში საუბრისას ნიკოლაი მაკაროვმა ისეთი ქვეყნები ახსენა, რომლებთანაც, მისი მტკიცებით, ბირთვული იარაღის გამოყენება საჭიროებას არ წარმოადგენს და ასეთი, მაკაროვის თქმით, `რუსეთის მეზობელი რამდენიმე არასტაბილური ქვეყანაა`. `სამწუხაროდ, არსებობს საშიშროება გარკვეული არასტაბილური ქვეყნების მხრიდან, სადაც ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. საჭიროა უბრალოდ, მომზადებული, მძლავრი, მობილური შეიარაღებული ძალები, რომლებიც რუსეთის საზღვრებში წარმოქმნილ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციას გადაჭრიან და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,`- განაცხადა მაკაროვმა. მან ქვეყნის სამხედრო რეფორმებზე საუბრისას ყურადღება შეაჩერა ავიაციის მოდერნიზაციაზე და რუსეთის მიერ ახალი წყალქვეშა ნავების შესყიდვაზეც. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts