planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60006.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის მიუღებელია საზოგადოების დაყოფა ფულიანებად და არასმქონეებად - ამ განცხადებით ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრების წარდგენაზე გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ პოლიტიკა ფულით კეთდება. პარტიის წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ფინანსური ცენზის დაწესება მიუღებელია და ასეთი განცხადებები ბიზნესმენს დააშორებს საზოგადოებისგან. `მოსახლეობის ნაწილი დღეს გაჭირვებული ხალხისგან შედგება და გამოდის, რომ მათ არაფრის უფლება არ აქვთ. დაყოფა ფულიანებად და უფულებად მიუღებელია. ჩვენ ვართ ღარიბი, მაგრამ ჯანმრთელი ქრისტიან-დემოკრატები,`- განაცხადა ახვლედიანმა. ამ თემაზე კომენტარი ლეიბორისტულ პარტიაშიც გაკეთდა. იოსებ შატბერაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები პოლიტიკაში მოსვლის მსურველებს ფინანსურ ცენზს უწესებენ. `მსგავსი კანონები მოქმედებდა მე-17-18 საუკუნეში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, როდესაც უფულო ადამიანს არათუ პოლიტიკაში, არამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ ჰქონდა. ეს იყო ქონებრივი ცენზი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოს დაბრუნება მე-17 საუკუნეში,`- განაცხადა შატბერაშვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts