Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ყველაზე კომფორტული ქალაქები სტუდენტებისთვის


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6370

 

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, პარიზის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც სტუდენტებისთვის ყველაზე კომფორტული ცხოვრების პირობებია შექმნილი.

 

კომპანია Quacquarelli Symonds (QS)-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, სტუდენტებისთვის ლონდონი ცხოვრების დონით, უნივერსიტეტების რეპუტაციითა და სხვა მაჩვენებლებით არ ჩამორჩება პირველ ადგილზე გასულ პარიზს, თუმცა განსხვავება მათ შორის სწავლის საფასურში მაინც არის.

 

სწავლის ღირებულება ლონდონში ევროკავშირის ქვეყნის სტუდენტისთვის, მკვლევარების მონაცემებით, წელიწადში, დაახლოებით, 20 ათასი ფუნტი სტერლინგია (დაახლოებით, 30 ათასი აშშ დოლარი), პარიზის ანალოგიური მაჩვენებელი კი 1000 ფუნტს არ აღემატება.

 

რეიტინგი, სადაც ჩამოთვლილია 50 ყველაზე კომფორტული ადგილები სტუდენტებისთვის, ქალაქების (250 ათასზე მეტი მაცხოვრებლითა და ორზე მეტი საერთაშორისო სტანდარტის სასწავლებლით) შესწავლის შემდეგ შედგა.

 

ყველაზე კომფორტული ქალაქების ნუსხას, პარიზისა და ლონდონის შემდეგ, ბოსტონი (აშშ), მელბურნი (ავსტრალია), ვენა (ავსტრია), სიდნეი (ავსტრალია), ციურიხი (შვეიცარია), ბერლინი (გერმანია), დუბლინი (ირლანდია) და მონრეალი (კანადა) ავსებს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...