Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტორებს საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6369

 

 

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაკეთებულ სპეციალურ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებს საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან, ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკთხთა სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტრო კონსულტანტების შერჩევას იწყებს. მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის თქმით, “სამინისტრო გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეარჩევს კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც შემდგომ დაწესებულებების საზოგადოებრივ მისაღებებში ვიზიტორებს მოემსახურებიან.”

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, შერჩევის შემდეგ კონსულტანტები სპეციალური მომზადების პროგრამას გაივლიან.

 

საზოგადოებრივ მისაღებში, რომელიც გლდანის #8 და #18 დაწესებულებებთან უკვე მოქმედებს გამარტივებულია მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარ რეგისტრაცია, განცხადების ჩაბარება და საჭირო ინფორმაციის მიღება.

 

დამატებითი  სერვისის სახით ვიზიტორებისათვის  საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი, საბავშვო კუთხე, უფასო იურიდიული კონსულტაცია და საინფორმაციო დაფაა გათვალისწინებული.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით “2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღები, ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.”

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...