Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საქართველოში უსაფრთხოების საკითხების ავღანელი მრჩეველი იმყოფება


Recommended Posts

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის, გულაბ მანგალის უსაფრთხოების საკითხებში მთავარი მრჩეველი, აბდულ ალი შამსი ეწვია.

 

აბდულ ალი შამსი დღეს გორში, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებს შეხვდება, ხოლო 17 თებერვალს, ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას. სტუდენტებთან შეხვედრისას, აბდულ ალი შამსი ისაუბრებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლსა და ჰელმანდის პროვინციაში შექმნილ ვითარებაზე, აგრეთვე უპასუხებს შეკითხვებს.

 

აბდულ ალი შამსი ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მრჩევლად ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2007 წლის მარტში დანიშნა. გუბერნატორ მანგალთან ერთად, ის აქტიურადაა ჩართული ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციაში. აბდულ ალი შამსის მოვალეობაა, საზოგადოების ფართო ფენებსა და რელიგიის მსახურებთან ურთიერთობა, მეამბოხე მებრძოლების შემორიგება, აგრეთვე პირობების მომზადება, რათა საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა ჰელმანდის პროვინციის მართვა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს გადააბარონ.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...