planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 </p>/get_img?ImageId=6372 მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება გამომცდელების გარეშე, კომპიუტერული სისტემით მოხდება.ცვლილების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსთავში გამართულ ბრიფინგზე თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ აქამდე მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება იყო კომპიუტერული პროგრამით შესაძლებელი, პირველი მარტიდან პრაქტიკულ ნაწილშიც იგეგმება ცვლილება."საგამოცდო მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სენსორები, რომლებიც გამოცდის ჩაბარების მიმდინარეობას გააკონტროლებს. გარდა ამისა, გამოცდის პროცედურები ჩაიწერება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება კომპიუტერის მეშვეობით,"-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისივე განმარტებით, გამოცდაზე გამსვლელს, აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა მცირე და უმნიშვნელო შეცდომებსაც პატიობს. მინისტრის თქმით, საქართველო სამხრეთ კორეის შემდეგ პირველი ქვეყნაა, სადაც მსგავსი საგამოცდო პროცედურა დაინერგა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts