planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ბიზნეს ფორუმი სასტუმრო "რედისონში" ამ წუთებში მიმდინარეობს. ფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები - ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი და შაჰინ მუსტაფაევი ესწრებიან. ფორუმში სამივე ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს. ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ფორუმის ფარგლებში გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი თურქულ კომპანია "მამსან გრუპ"-თან, რომელიც გულისხმობს გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობას. თბოელექტროსადგურის სიმძლავრე იქნება 160 მეგავატი და ის 1 მლრდ 200 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიუმუშავებს. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ხელმძღვანელის ნათია თურნავას თქმით, ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 100 მილიონი დოლარი იქნება. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეები დაიწყებენ აღნიშნული პროექტის დეტალებზე მუშაობას. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts