Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სარკოზიმ კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6373

 

 

 

ნიკოლა სარკოზიმ წინასაარჩევნოდ საკუთარი კანდიდატურა ოთხშაბათს ოფიციალურად წამოაყენა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, სარკოზი, რომელიც ცენტრისტულ მემარჯვენე პარტიას UMP–ის ხელმძღვანელობს, ჩამორჩება მის მთავარ კონკურენტს სოციალისტ ფრანსუა ჰოლანდს.მისი კანდიდატურის გამოცხადება, სულ ახლახან შექმნილი ტვიტერის ანგარიშით მოხდა, სადაც სარკოზი წერს, რომ მეორე ვადით არჩევაზე უარის თქმა, პოსტის მიტოვებას ნიშნავს.

 

მისივე განცხადებით, ის რეფორმები, რომელიც მისი მართველობისას გატარდა შედეგების ჩვენებას სწორედ ახლა იწყებს. ის მიისწრაფვის იმისკენ, რომ ფრანგ ხალხს რეფერენდუმის ჩატარებით “დაუბრუნოს ხმა”.

 

ხმის მიცემის პირველი ტური 22 აპრილისთვისაა დაგეგმილი, მეორე ტური კი 6 მაისისთის.

 

IFOP-ის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, პირველ ტურში ჰოლანდს აქვს უპირატესობა 30%–ით,  სარკოზის მხარდაჭერა კი 26%–ით გამოიხატება.

 

სარკოზის მხრიდან კანდიდატურის წამოყენება მოსალოდნელი იყო, თუმცა ოფიციალური განცხადების შემდეგ, მას უკვე შეუძლია 10 კვირის მანძილზე წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.

 

ის ალბათ “ითამაშებს”  2011 წელს  შიდა პროდუქტის მოსალოდნელზე მაღალი ზრდით (1.7%) და ფრანგების დარწმუნებას შეეცდება, რომ ეკონომიკა საიმედო ხელშია. უმუშევრობის დონე ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

 

სარკოზიმ ასევე შეეძლება საკუთარი თავი წარმოაჩინოს ისეთ ადამიანად, რომელმაც საფრანგეთი მისი მმართველობის 5 წლის მანძილზე გლობალური მოვლენების ცენტრში დააყენა.

 

სარკოზის პირადი ტვიტერის ანგარიში სოციალურ ქსელში ოთხშაბათს დილით გამოჩნდა:

 

“მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ, რომ სოციალურ ქსელს შევუერთდი, მადლობა წინასწარ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მიმდევარი გახდება”.

 

თავის პირად ანგარიშზე პრეზიდენტი, ასევე, მოუწოდებს მეგობრებს უყუროს მათ გამოსვლას ტელევიზიით:

 

“მე მივიღე მოწვევა TF1–დან, ახალი ამბების გამოშვებაში მივიღებ მონაწილეობას საღამოს 8 საათზე, იმედი მაქვს შემომიერთდებით”.

 

სარკოზის პირველი ტვიტიდან 11 საათის გასვლის შემდეგ, მას 47 000 მიმდევარი დაუგროვდა.

 

ეროვნულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სარკოზიმ აღწერა, თუ როგორი იქნება მისი საარჩევნო კამპანია. შეკითხვაზე თუ რა არის მისი მთავარი სინანული პირველი პრეზიდენტობის ვადაში, სარკოზიმ განაცხადა:

 

“როცა ვხედავ კიდევ რამდენია გასაკეთებელი და ის რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ”.

 

სარკოზი 2007 წლის მაისში აირჩიეს პრეზიდენტად.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...