Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს


Recommended Posts

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას მოითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის თქმით, ამ მოთხოვნით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, თუმცა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ არ შესულა.

 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა მიხეილ დევდარიანს მიაჩნია, რომ ამით კონსტიტუციით დადგენილი ვადები ირღვევა, კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.

 

ვადები ირღვევა საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც. კერძოდ, დევდარიანის თქმით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს.

 

"ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტების მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა მხოლოდ ზეპირი ფორმით, სიტყვიერად, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ამჟამად კი, კანონიერი ვადების დადგენას ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება.

 

"ჩვენ ვასაჩივრებთ ხელისუფლების თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომლითაც გაიხანგრძლივეს ვადა", - აცხადებს დევდარიანი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 4 ოქტომბერს, ქუთაისში სტუმრობისას, განაცხადა, რომ 2012 წლის 26 მაისს ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში ჩატარდება პირველი სხდომა. სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების განზრახვაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

 

თუმცა ეს ვერსია მაშინ კატეგორიულად გამორიცხა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. იგივე დაუდასტურა არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას თქმით, არასამთავრობოები შეხვდნენ მაშინ პავლე კუბლაშვილს და პირდაპირ ჰკითხეს საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით:

 

"მან გვითხრა, რომ  რაიმე ცვლილება არჩევნების თარიღში გამორიცხულია და არჩევნები ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში".

 

თუმცა, ამავე საკითხზე განცხადების გაკეთებისაგან თავი შეიკავა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, გასული წლის 18 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე: 

 

“ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ნაცნობია. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი კონსტანტინე (კოკი) იონათამიშვილია.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...