planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-51.jpgსაქართველოში ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. როგორც ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორმა ნათია თურნავამ განუცხადა, 160 მეგავატი სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურს ინდუსტრიული ჯგუფი თურქულ კომპანია “მიმსამ გრუპთან” ერთად აშენებს. „თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში უახლოეს პერიოდში დაიწყება და ის ტყიბულში მოპოვებულ ნახშირზე იმუშავებს. აღნიშნული თბოელექტროსადგური წელიწადში 1 მილიარდ კვ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ,“- განაცხდა თურნავამ. მისი თქმით, ამ მასშტაბის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური საქართველოში არასდროს ყოფილა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორის ინფორმაციით, ინვესტიციების ოდენობა 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება და მშენებლობაზე 300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო აშენების შემდეგ დამატებით 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და “მიმსან გრუპს” შორის ხელშეკრულება სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე შეხვედრებისას გაფორმდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts