planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-6.jpgსაქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, შეისწავლოს მოქალაქე შორენა კუხიანიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.</p>როგორც “ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, 2011 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე შორენა კუხიანიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ დაირღვა მისი შრომის უფლება. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით, მოქალაქე შ. კუხიანიძე გათავისუფლდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. გათავისუფლება გამოწვეული იყო სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელებული რეორგანიზაციით. შ. კუხიანიძეს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოში არსებული სამი უფროსი სპეციალისტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ეკავა ერთ–ერთი. შესაბამისად, ის, თუ რატომ მოხდა 3 უფროსი სპეციალისტიდან შორენა კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭა დანარჩენ 2 სპეციალისტს უპირატესობა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა შორენა კუხიანიძის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას დარღვეული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts