planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-9.jpgპრეზიდენტმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტისდ მიერ პარლამენტში წარდგენილნი არიან – ნიკოლოზ ნარსია, ნატალია დვალი და ლევან ნიჟარაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურებიდან ერთ-ერთს პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ლევან ნიჟარაძე 1981 წელს დაიბადა. იგი 2005 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე შპს “ლოგოს” პროექტის მენეჯერად მუშაობდა. ნიკოლოზ ნარსია 1979 წელ დაიბადა. იგი 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამაშველო სამსახურში, ხოლო ნატალია დვალი, 1978 წელს არის დაბადებული და 2010 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზანია New Vision Georgia-ს წევრია, ასევე 2005 წლიდან დღემდე “ბრიტანული სახლის” დირექტორი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივის” დამფუძნებელი და წევრი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts