planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/bregaze.jpgრა ხდება ქართულ პოლიტიკაში, როგორ შეძლებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ხელისუფლების შეცვლას, რამდენად მოახერხებს იგი გააერთიანოს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები თუ სუბიექტები და რამდენადაა შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილი საერთო სახალხო ეროვნული ლიდერად იქცეს, ამ და სხვა საკითხებზე „ექსპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელსინკის ჯგუფის” ერთ-ერთ ლიდერს სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა. - ბატონო სანდრო, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიის ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრები წარუდგინა, როგორ შეაფასებდით ამ ჯგუფს? -ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები პატიოსანი და თავისი საქმის მცოდნე ადამიანები არიან, ხოლო რაც შეეხება მათლიანად გუნდს, მათი მუშაობის შედეგები მომავალში გამოჩნდება. მე ამ გუნდში უფრო მეტ ახალ სახეებს ველოდი, თუმცა უნდა ითქვას, რომ უახლოეს მომავალში მათ უნდა დაამტკიცონ თავისი შესაძლებლობი. - როგორ ფიქრობთ ბიძინა იავანიშვილი შეძლებს ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანებას და ამ გაერთიანების ბოლომდე შენარჩუნებას? - მე შემიძლია გითხრათ, რომ გაზაფხულზე იგეგმება დიდი ეროვნული ყრილობა, სადაც გამოცხადდება ის დიდი ეროვნული პოლიტიკური გუნდი, რომელიც გააკეთებს სერიოზულ განაცხადს ქართულ პოლიტიკაში და ის მიიღებს მონაწილეობას ამ ხელისუფლების დემონტაჟში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაცია დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად გარდაიქმნება და მასში ჰელსინკის ჯგუფი, როგორც არასამთავრობო ორანიზაცია, ულებადაცვის სფეროში იმუშავებს. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის გარეშე ამ მახინჯი სისტემის დემონტაჟი შეუძლებელია. - შეგიძლიათ დაასახელოთ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთან ერთადაც აპირებთ მომავალში ბრძოლის გაგრძელებას? - ჩვენ გავერთიანდებით ყველა იმ ძალასთან, ვინც იზიარებს იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ემყარება და იზიარებს ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიას. რაც შეეხება დიდ კოალიციას, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არა ორი-სამი პარტიის, არამედ საერთო ეროვნული ლიდერი იქნება და თუ ივანიშვილი ამას მოახერხებს, ეს ქვეყანას კარგ შედეგს მოუტანს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელწოდების ქვეშ კი თავს მოიყრის ყველა ის მცირე თუ დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები, რომელებიც ამა თუ იმ ძალას მიეკუთვნებიან. ეს იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრის ავანგარდი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ შედეგებს დადებს. - როგორ ფიქრობთ ეს პოლიტიკური გაერთიანება დაამარცხებს დღევანდელ ხელისუფლებას და შეძლებს უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში? - ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის ერთობას შეუძლია ამ ხელისუფლების შეცვლა. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ხელისუფლების შეცვლას ვერ მოახეხებს. ძალა ერთობაშია და თუ ერთიანი ძალისხმევა არ იქნება ხელისუფლების შეცვლა გაჭირდება. - რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ ლიდერად იქცეს? - ბიძინა ივანიშვილის მთავარი მისია უნდა იყოს ერთი რამ – თუ იგი არის პოლიტიკური ლიდერი, მან უნდა შეძლოს განსხვავებული ხედვისა თუ მრწამსის მქონე ძალები გააერთიანოს, რადგან აქ მთავარია მიზანი და არა პროცესი. ჩვენ თუ გვინდა ნამდვილი ეროვნული, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება, მაშინ ხელი უნდა შევუწყოთ ფართო და მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. საბოლოოდ კი, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. - თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეძლოს განსხვავებული პოლიტიკური ძალების გაერთიენება, როგორ ფიქრობთ რამდენად შეძლებს ის ამას? - ვფიქრობ, რომ უნდა შეძლოს და შეძლებს თუ არა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ის ნამდვილი ეროვნული სახალხო ლიდერი. თუ მან ეს მოახერხა, ის აუცილებლად შეძლებს თავის გარშემო შემოიკრიბოს განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ძალები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ივანიშვილს აქვს ამის პოტენციალი მისი პიროვნებიდან გამომდინარე. - რაც შეეხება ჰელსინკის ჯგუფს, როგორც ცნობილია ეს ორგანიზაცია ახლა იკრებს ძალებს, რას უნდა ელოდოს საზოგადოება ამ ჯგუფისაგან? - ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იწყებს მუშაობას. ჩვენ ბოლომდე ჩამოვაყალიბეთ სტრუქტურა. ორგანიზაციის შემადგენლობა საგრძნობლად გაიზარდა და რამდენიმე ათას მიაღწია. ადამიანის უფლებადაცვის სფეროში უკვე აქტიურადაა დაწყებული მუშაობა, ამუშავებულია კონტაქტები უცხოეთში არსებულ ამგვარ ორგანიზაციებთან, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ იმ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. ხათუნა გრიგალაშვილი იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts