planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/xarati.jpeg“ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” მოთხოვნას, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლასთან დაკავშირებით, ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გამოეხმაურა. როგორც ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის მზად არის, არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩაატაროს. „სამუშაო გეგმის მიხედვით, კომისია არჩევნების ოქტომბერში ჩატარებისთვის ემზარება, მაგრამ თუკი კანონით იქნება გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები, კომისია ამისთვისაც მზადაა,“- განაცხდა ხარატიშვილმა და დასძინა, რომ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” მოთხოვნის შეფასება მის კომპეტენციას სცილდება. ხარატიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა და თუ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ცესკო იმის შესაბამისად იმოქმედებს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ ხელმძღვანელმა, მიხეილ დევდარიანმა კი განმარტა, რომ სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს 5 წლის ნაცვლად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით განმავლობაში მოუწევს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts