planetanews Posted February 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/baki.jpgბაქოში რუსეთ-საქართველოს ომზე რუსული ფილმის “რვა აგვისტო” ჩვენება სოციალური ქსელის Facebook მომხმარებელთა ჯგუფის მოთხოვნით ჩაშალეს. როგორც “რეგნუმი” იუწყება, ფილმის ჩვენება 21 თებერვლისთვის კინოთეატრ „Park Cinema“-ში იყო დაგეგმილი, თუმცა Facebook-ის მომხმარებელთა ჯგუფმა კონოთეატრის ადმინისტრაციას ფილმის ჩვენებზე უარის თქმის თხოვნით მიმართა. აზერბაიჯანელთა ნაწილის აზრით, ამგვარი ფილმის ჩვენება დაუშვებლია, რადგან ფილმი “რვა აგვისტო” საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, სახლებიდან ათასობით ქართველის გასახლებას და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიას ამართლებს. მიმართვის ავტორებმა ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ თუ კინოთეატრი ფილმის ჩვენებას დაიწყებს, ისინი საზოგადოებას ფილმის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ. კინოთეატრის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანული საზოგადოების მიმართავა გაითვალისწინა და ფილმი გაქირავებიდან მოხსნა. აღნიშნული ფილმის რეჟისორი ჯანიკ ფაიზიევია. მისი გადაღებები მოსკოვში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა. “რვა აგვისტო” მოსკოვში სოციალურად მნიშვნელოვან პროექტად აღიარეს. ფილმის გადაღება რუსეთის კინოს მხარდაჭერის ფონდიდან დაფინანსდა, რომელიც 16 მილიონი დოლარი დაჯდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts