planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 </p>/get_img?ImageId=1470 პოლიტოლოგ გია ნოდიას უჭირს შეაფასოს, რამდენად ეფექტური იქნება ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის პოლიტიკური მოღვაწეობა. მისივე თქმით, ძირითადი შთაბეჭდილება არის ის, რომ ამ ხალხს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, გარდა იმისა, რომ ისინი ივანიშვილმა შეარჩია. “აქ არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილნი არიან, მაგრამ ძირითადი შთაბეჭდილება არის ის, რომ ამ ხალხს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, გარდა იმისა, რომ ისინი ივანიშვილმა შეარჩია, ანუ რამდენად შეუძლიათ მათ იყვნენ გუნდი, ეს სრულიად გაურკვეველია, მაგრამ ფაქტია, რომ ესენი არიან ერთი ადამიანის მიერ შერჩეული პირები, რომლის მისეული შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნოდიამ. ნოდია საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით ორ შეკითხვას გამოყოფს: რა არის პარტიის მიმართულება, ერთის მხრივ, და მეორე - რამდენად ქმედითუნარიანი იქნება ის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. “არც ერთ ამ შეკითხვაზე ამ ადამიანების ჩამონათვალი პასუხს არ სცემს. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. ერთი მხრივ, გასაგებია, იყო კომენტარები, რომ ახალი სახეები უნდა საზოგადოებას და ა.შ და ამიტომ ეს კარგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედების უნარები მათ არ გამოუვლენიათ ჯერჯერობით. შესაბამისად, კითხვის ნიშანია - რამდენად ქმედუნარიანი იქნებიან ისინი, როგორც პარტია. პრობლემა არის ისიც, რომ მათი იდეა რაში მდგომარეობს, ეს არ არის ცნობილი. გასაგებია, რომ ამბობენ, ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. მაგრამ სხვა იდეა ჯერჯერობით არ გავრცელებულა,” – აღნიშნა ნოდიამ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts