Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი პეტიციას მოაწერენ ხელს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gexeba-300x2101.jpgარასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედიაში მომუშავე პირები და საზოგადოების წევრები ხვალ, 12 საათზე „ქორთიარდ მერიოტში“ პეტიციას მოაწერენ ხელს.

 

პეტიცია ღიაა ხელმოწერებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ გამოხატავენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

 

სურვილის შემთხვევაში, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ხელს არ აწერენ აღნიშნულ პეტიციას.

 

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება”, რომლის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს პეტიცია, ექსპერტებმა კი  საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელსაც კამპანიის მონაწილეები ფართო საზოგადოებას ა.წ. 16 თებერვალს, ხოლო საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგენენ.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის გაცნობისა და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების ცერემონია გაიმართება ა.წ. 16 თებერვალს (ხუთშაბათს), 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...