planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images47.jpegშპს “იგრიკას” კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. “ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : “შპს ,,იგრიკას” კუთვნილი ტვირთი, Mercedes Benz-ის მარკის მიკროავტობუსი, შემოვიდა ბათუმის პორტში, ამა წლის 9 თებერვალს, 13.00 საათზე. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით განხორციელდა ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა. შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის ოფიცრებმა მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება მოახდინეს კანონის ყველა წესის დაცვით. ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ შპს ,,იგრიკას” წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ დათვალიერების პროცედურაზე დასწრება. ტვირთი წითელ დერეფანში არ მოხვედრილა. მიკროავტობუსი გაიხსნა მხოლოდ მისი საბარგულის შესამოწმებლად.საბაჟო პროცედურების თანახმად, ყველა ავტომობილი თვალიერდება ანალოგიური მეთოდით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არადეკლარირებული ტვირთის საქართველოში შემოტანა. შპს ,,იგრიკას” კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ, ინფორმაცია მიეწოდა ბათუმის პორტის ადმინისტრაციას და მიკროავტობუსი გადაყვანილი იქნა ბათუმის საკონტეინერო ტრემინალში. კუთვნილი მიკროავტობუსი, შპს “იგრიკამ” პორტის საკონტეინერო ტერმინალიდან 9 თებერვალს, 18.00 სთ-ზე გაიყვანა. პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა. ინფორმაცია ტვირთის დაზიანების შესახებ შემოსავლების სამსახურმა შეიტყო მხოლოდ 5 დღის შემდეგ, 14 თებერვალს, როდესაც შპს ,,იგრიკას” წარმომადგენლებმა გამართეს პრესკონფერენცია. 9 თებერვლიდან 14 თებერვლამდე, ,,იგრიკას” არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის, ტვირთის დაზიანების პრეტენზიით.შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ“,-ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts