planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59993.jpgოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მცირეწლოვან ბავშვს სცემეს. მეათეკლასელ მამუკა ფიფიას ოკუპანტებმა სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელო აღმოუჩინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბიჭს ხელი აქვს მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება. მე-10 კლასელი მამუკა ფიფია ამ დრომდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რჩება. მოზარდთან მშობლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ. მამუკა ფიფიას ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი რუსმა სამხედროებმა იმ დროს გააჩერეს, როცა სკოლაში მიდიოდა. ინციდენტი გალის რაიონის სოფელ თაგილონში დღის პირველ ნახევარში მოხდა. მოზარდი ამ დროისთვის თაგილონის სკოლის დირექტორის ოჯახში იმყოფება და ექიმების მეთვაყურეობის ქვეშ მკურნალობს. მამუკა ფიფიას ცემის ფაქტი ოჯახმა ტელეფონით შეიტყო. ფიფიას მშობლები სოფელ შამგონაში, საოკუპაციო საზღვართან 300 მეტრში, ცხოვრობენ. ცნობილია, ისიც რომ მოზარდი ოკუპანტებს 3 საათის განმავლობაში რუსების სამხედრო შტაბში ჰყავდათ გადაყვანილი. რუსი ოკუპანტების მიერ მამუკა ფიფიას ცემის შემდეგ, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირების ფაქტებზე საუბრობს. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში მსგავსი ფაქტების აღკვეთასა და მათზე დროულ რეაგირებას სთხოვს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts