planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/59994.jpgპარლამენტის თავმჯდომარე, დღეს, ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ცენტრალურ ბაღში გაიმართა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს მთავრობის 2012 წლის გეგმები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგეგმება რეგიონის სოფლებში გზების დაგება, სკოლების რეაბილიტაცია, წყლის სისტემის გამოცვლა, რის შემდეგაც უკვე რაიონს 24-საათაიანი წყალმომარაგება ექნება. დავით ბაქრაძემ სადაზღვევო სისტემაზეც ილაპარაკა და განმარტა, რომ შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც კომპანიების მუშაობას გააკონტროლებს. დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე ზესტაფონში საციგურაო მოედნის მშენებლობის დაწყებას დაესწრო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts