Jump to content
Planeta.Ge

არჩევნები გაზაფხულზე იქნება


Recommended Posts

kisa

სულ ტყუილა, ადამიანს აკეთილშობილებს ვინმეზე ან რამეზე ზრუნვა.

ჩვენ სამაგიეროს ხომ არ ვუხდით სასჯელით გვინდა დამნაშავეების გამოსოწორება, ამიტომ ადამინურის აღძვრას უნდა შეეწყოს ხელი. მცენარეებს მაინც მოუარონ

 

ძალიან მეცოდებიან თქვენ ხელში

არც მცენარეები ქოთნებში შესაძლოა აკრძალული ნივთები ჩამალონ

 

არსებობს სახელოსნოები სადაც ხატავენ მუშაობენ ჯვრებს აკეთებენ ხატებს უამრავ სხვა რამეს პურის საცხობებში მუშაობენ სასადილოებში გართობა არ აკლიათ

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

რა ხდება იცით? იმდენად დაიბნა დემეტრაშვილი მომჩივანი ორგანიზაციის გაგონებაზე ჟურნალისტის კითხვისას, რომ არ იცოდა რა ეთქვა. იფიქრა ესენი ნაცების ენჯეოა და მიიღეს დირექტივა პარლამენტის არჩევნების გადმოწევაზეო, ისე არ იჩივლებდნენო და ამიტო დაუშვა პარლამენტის არჩევნების გადმოწევა, მაგრამ მონამ ყურცქვიტს ვერ შეჰბედა საპრეზიდენტოს გადმოწევაც ,,მოჟნაო" და საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლა მოიშველია არგუმენტად.

 

 

ან არადა მაგის დაწერილია ეს მახინჯი კონსტიტუცია და "ახალი თაობა ახალი ინიციატივაც" აქტიურად იყო ჩაბმული მაგ საქმეში და სულ დიფირამბებს უფქვევდა.ეხლა გაახსენდათ რომ თურმე ვადები არ ემთხვევა.ნებისმიერ კოსტიტუციაში სადაც რიგგარეშე არჩევნები დასაშვებია,ასეთი პრობლემა ყოველთვის იქნება და მაგას სხვანაირი რეგულაცია უნდა.ნახონ სხვა ქვეყნების კონსტიტუციები და იქ აუცილებელად იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა

და კიდე უფრო საცოდავი და უბადრუკი იმ "თაობის" ტიპი ეიყო

რაღაცას ბლუყუნებდა თან სახეზე ეწერა "ვაი მე დედა! ეს რას ვბოდავ!"

ხო რა, ეგრე იყო.

 

 

ძუკუ

ან არადა მაგის დაწერილია ეს მახინჯი კონსტიტუცია და "ახალი თაობა ახალი ინიციატივაც" აქტიურად იყო ჩაბმული მაგ საქმეში და სულ დიფირამბებს უფქვევდა.ეხლა გაახსენდათ რომ თურმე ვადები არ ემთხვევა

აი სწორედ მაგიტო მაინტერესებს რა თამაში მიდის.

ახლა ვუცდი სარჩელის შეტანას და მერე სასამართლოს პასუხს იმაზე იღებს თუ არა სარჩელს. :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უარს ამბობს

11:33 17.02.2012

 

[ინტერპრესნიუსი]

 

"ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უარს ამბობს .

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, გაიმართა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი ამ პროცესის წარმოების დაწყების წინაღმდეგია.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავ ვრჩებით ჩვენი პოზიციის ერთგული, კონსულტაციებმა აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი, ამ პროცესის თუნდაც წარმოების დაწყების წინააღმდეგია. ჩვენ, როგორც პასუხიმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, მივიჩნევთ, რომ საარჩევნო პროცესის თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის და პოლიტიკური კონსენსუსი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ამის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ამდენად, გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე", - ნათქვამია "ახალი თაობა – ახალი ინიციატივის" განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივაში" გუშინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ორგანიზაცია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას გეგმავდა.

 

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.

 

გარდა ამისა, დევდარიანის თქმით, დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. მისი განმარტებით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს.

 

საკონსტიტუციო სარჩელით, არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არცევნების ჩატარებას მაის-ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას კი 2013 წლის იანვარში ითოხოვდა.

 

მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო კი 2013 წლის ოქტომებრში უნდა ჩატარდეს.

 

 

 

 

 

:read: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

:

ამის დასადებათ შემოვედი

 

ტაკიმასხარები არიან და მეტი არაფერი

Fუ, რა!

 

. ჩვენ, როგორც პასუხიმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია,

 

:haha: :huhu:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონია, რომ მაინც მაისში ჩაატარებენ არჩევნებს. ეს ვარიანტი იურიდიულად არ იყო სწორე. სხვა რამეს მოიფიქრებენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

მე მგონია, რომ მაინც მაისში ჩაატარებენ არჩევნებს. ეს ვარიანტი იურიდიულად არ იყო სწორე. სხვა რამეს მოიფიქრებენ.

არც ეგაა გამორიცხული, რაღაცაში კი დასჭირდათ ეს სვლა

 

გაყრის მიხაკი პარლამენტს და ვსე 60 დღეში არჩევნები, თან ისიც გაიხსენეთ საპარლამენტო ვიტომ-უმცირესობის რარაც უცნაური პოზები.

 

სიფათებს ვაკვირდებოდი გუშინ - "თაობის" ტიპი იყო ძალიან დაბნეული და თვითონ არ იცოდა რას ბოდავდა, მანამდე კი მგონი ვეფხვაძე ბლუყუნებდა რაღაცას დეპუტატის თხოვებაზე კალოშასთვის.

 

რაღაც სჭირთ მაგათ, ტყუილად არაფერი არ ხდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უარს ამბობს

მაგრა გაიბანძეს თავი(თუმცა არ ადრე აკლდათ).ეხლა ესენი რომ არჩევნებზე დასკვნას დადებენ,სულ თავში უნდა ურტყა,რაც არ უნდა ეწეროს შიგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ტაკიმასხარები არიან და მეტი არაფერი

Fუ, რა!

დასტური!

 

ძუკუ

მაგრა გაიბანძეს თავი(თუმცა არ ადრე აკლდათ).ეხლა ესენი რომ არჩევნებზე დასკვნას დადებენ,სულ თავში უნდა ურტყა,რაც არ უნდა ეწეროს შიგ.

დასტური!

 

mtidan

მე მგონია, რომ მაინც მაისში ჩაატარებენ არჩევნებს. ეს ვარიანტი იურიდიულად არ იყო სწორე. სხვა რამეს მოიფიქრებენ.

90%-იანი ალბათობით მეც მაისს ვფიქრობ. ბევრი რამ შეიძლება იყო ახალი თაობის განცხადების უკან. მარჩიელობა არ ღირს. მაგრამ საზოგადოებას თან ყური გაუხედნეს, თან მთავრობის იდეოლოგებმა ,,თითქოს დაარწმუნეს" ოპოზიცია და ყველა, რომ მაისზე არც კი ფიქრობენ და უცებ რაღაც სპექტაკლი რაც ყურცკვიტს ,,კიარ უნდოდა მაგრამ იძულებული" დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები მაისში.

მოდუნება უნდათ ხალხის ჯერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

"ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უარს ამბობს

 

 

 

რაღაცას გეგმავენ და ეს ყველაფერი შანსი არ არის,რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ბელადთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ოპოზიცია ხარ და არ ხარ გარიგებული ხელისუფლებასთან, რა მნიშვნელობა აქვს როდის იქნება არჩევნები?

 

ხელისუფლება გაკონტრებულია და მისი მოგება ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას შეუძლია - უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ არ გვყავს ეს ნორმალური ოპოზიციური პარტიები და ამიტომაა პრობლემა არჩევნები და ამიტომ მარცხდებიან სულ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რაღაცას გეგმავენ და ეს ყველაფერი შანსი არ არის,რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ბელადთან.

ეგრეა. მაც მასე ვფიქრობ! მალე გამოჩნდება ყველაფერი.

Nukriko

თუ ოპოზიცია ხარ და არ ხარ გარიგებული ხელისუფლებასთან, რა მნიშვნელობა აქვს როდის იქნება არჩევნები?

 

ხელისუფლება გაკონტრებულია და მისი მოგება ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას შეუძლია - უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ არ გვყავს ეს ნორმალური ოპოზიციური პარტიები და ამიტომაა პრობლემა არჩევნები და ამიტომ მარცხდებიან სულ...

ასეთ გარემოში საერთოდ, რომ არის ორგანიზაცია რასაც პარტია ჰქვია ესეც გასაკვირია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

ასეთ გარემოში საერთოდ, რომ არის ორგანიზაცია რასაც პარტია ჰქვია ესეც გასაკვირია.

ხო და სწორედაც არანაირი პარტიები არ არსებობს, არსებობს პარტია ნაციონალური მოძრაობა და არსებობს მისი სატელიტები...

 

და მთელი ქართული პოლიტიკა არის თეატრალიზებული დადგმები, რათა საზოგადოება გააბრიყვონ

 

ხან ოქროაშვილით გააბრიყვებენ, ხან ბადრით და ხან ბიძინათი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ხან ბიძინათი

მაპატიე ნურიკო მე ბრიყვს. მე ბრიყვი ვარ და თქვენდენს ვერ ვხვდები ალბათ. :user:

ამიტომ მჯერა ბ.ივანიშვილი შეცვლის ამ რეჟიმს და არანაირი სატელიტი ის არაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qutaiseli

 

მაპატიე ნურიკო მე ბრიყვს. მე ბრიყვი ვარ და თქვენდენს ვერ ვხვდები ალბათ. :user:

ამიტომ მჯერა ბ.ივანიშვილი შეცვლის ამ რეჟიმს და არანაირი სატელიტი ის არაა.

ხო და ზუსტად იგივე შეცდომას უშვებ რა შეცდომაც მე 2007 წელს დავუშვი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...