planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saelcho-ashsh.jpgსაქართველოში უსაფრთხოების საკითხებში ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის გულაბ მანგალის მთავარი მრჩეველი აბდულ ალი შამსი იმყოფება, რომელსაც აშშ-ს საელჩო მასპინძლობს. როგორც “ექსპრესნიუს” საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, 16 თებერვალს აბდულ ალი შამსი გორში საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებს შეხვდება, ხოლო 17 თებერვალს, ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას. სტუდენტებთან შეხვედრისას, აბდულ ალი შამსი ისაუბრებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლსა და ჰელმანდის პროვინციაში შექმნილ ვითარებაზე, აგრეთვე უპასუხებს შეკითხვებს. აბდულ ალი შამსი ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მრჩევლად ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2007 წლის მარტში დანიშნა. გუბერნატორ მანგალთან ერთად, ის აქტიურადაა ჩართული ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციაში. აბდულ ალი შამსის მოვალეობაა, საზოგადოების ფართო ფენებსა და რელიგიის მსახურებთან ურთიერთობა, მეამბოხე მებრძოლების შემორიგება, აგრეთვე პირობების მომზადება, რათა საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა ჰელმანდის პროვინციის მართვა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს გადააბარონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts