planetanews Posted February 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images43.jpegსრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ, ერთი კვირით ისრაელში მიემგზავრება ამის შესახებ პატრიარქმა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამართული წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ მრევლს მიმართა და სთხოვა მათ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ილოცონ. უწმინდესმა ბრძანა, რომ იერუსალიმში წასაღებად უკვე შეგროვდა დიდი რაოდენობით მოსახსენებლები და მრევლს შეპირდა, რომ ამ დღეებში შეეცდებიან, ყველა მოსახსენიებელი მოიხსენიონ. პატრიარქმა ქადაგებისას საქართველოს შესახებ ისაუბრა და ბრძანა, რომ უფალი გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან. “მსოფლიო დიდი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ამპარტავნება, გაუტანლობა და მკაცრი დამოკიდებულებაა სხვა ადამიანების მიმართ, რაც უნდა დაძლიოს ყოველმა ადამინმა.”-ბრძანა პატრიარქმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts